საზოგადოება

სპეციალისტებმა თბილისის გარშემო ტყეებში მავნე მწერები შეისწავლეს

4 ივნისი, 2013 • 3114
სპეციალისტებმა თბილისის გარშემო ტყეებში მავნე მწერები  შეისწავლეს

Erannis defoliaria
Erannis defoliaria

 მავნე მწერები  მერქნიან მცენარეებზე გავრცელდნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალისტების მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა მწერების სახეობა: მზომელები – ცქვლეფია (Erannis defoliaria)  და მოზამთრე  – (Operophtera brumata)

სამინისტრო აცხადებს, რომ მზომელები ერთწლიანი დასახლებით არ იწვევენ ფოთლოვანი ხეების ხმობას. მათი კერა საშიში ხდება, თუ 2-3  წლის განმავლობაში გამოიწვიეს ხე- მცენარეების 80%-ზე მეტი დეფოლაცია.

 

“ასევე, აღნიშნული მწერები, მათი ბიოლოგიიდან გამომდინარე, მაისის ბოლოსთვის ჩადიან მიწაში დასაჭუპრებლად და, შესაბამისად, აღარ წარმოადგენენ საფრთხეს როგორც ტყის შემქმნელი სახეობებისათვის, ასევე, ხეხილისთვის”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს რელიზში, რომელიც 4 ივნისს გაავრცელეს.

 

სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი, ხოლო მომავალი წლის  გაზაფხულის დადგომისთანავე, მწერების განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდება მათთან ბიოპრეპარატებით ბრძოლის ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი