საზოგადოება

აქტივისტი და ქველმოქმედი ვარსკვლავები

3 აგვისტო, 2017 • 3551
აქტივისტი და ქველმოქმედი ვარსკვლავები

ვარსკვლავები ცნობილი მხოლოდ თავიანთი ფილმებით, სერიალებით, მუსიკით ან სხვა პროდუქტებით არ არიან, ბევრი მათგანი მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიაში, აფუძნებს საქველმოქმედო ფონდებს, ცდილობს აქტუალურ და მწვავე თემებს გამოეხმაუროს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ა.შ.

გთავაზობთ, აქტივისტი და ქველმოქმედი ვარსკვლავების მოკლე ჩამონათვალს:

  • ლეონარდო დიკაპრიო 

Leonardo-DiCaprio

ფოტო: Mirror.co.uk

ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, რომელსაც „ტიტანიკით“, „უოლ სტრიტის მგლით“ და სხვა ცნობილი ფილმებით ვიცნობთ, ეკოაქტივისტია. იგი ადრეული წლებიდან ეწევა აქტივისტურ საქმიანობას, იღებს ფილმებს გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ (The 11 Hours, Before the Flood).

1998 წელს 25 წლის მსახიობმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დააფუძნა „ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი“, რომელიც სხვადასხვა აქტივობით,  საზოგადოებრივი კამპანიებით თუ მედიაპროექტებით ცდილობს შეცვალოს არსებული მდგომარეობა.

ამას გარდა ლეონარდო დიკაპრიომ მონაწილეობა მიიღო კამპანიაში, სახელწოდებით  „ებრძოლე არალეგალურ მეთევზეობას“,  შექმნა ვირუსული მიმები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 42 წლის მსახიობი მხოლოდ სამსახიობო ოსტატობით  არ იწონებს თავს.

  • ანჯელინა ჯოლი 

Screen-Shot-2015-12-26-at-12.35.23-PM

ფოტო: Goodcelebrity.com

ოსკაროსანი მსახიობის, ანჯელინა ჯოლის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ ბევრმა იცის. მისი საქველმოქმედო და აქტივისტური საქმიანობა 15 წელზე მეტს ითვლის.  მსახიობი პირველად საქველმოქმედო საქმიანობაზე „ლარა კროფტის“ გადაღებების დროს, კამბოჯაში დაფიქრდა, გადაღებების შემდეგ  კი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში აქტიურად ხვდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირებს და ემიგრანტებს კამბოჯაში, ტანზანიაში, ერაყში, სირიასა და სხვა ადგილებში.

არსებობს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის არაკომერციული ფონდი, რომელიც აგროვებს შემოწირულობებს და ეხმარება მსოფლიოს სამოცამდე ქვეყანას. გარდა ამისა ანჯელინა ჯოლი სხვა უამრავი აქტივობითაც არის დაკავებული და მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპია მთელ მსოფლიოში.

  • ემა უოტსონი 

EmmaWatson-658x450

ფოტო: Littlepinkbook.com

ემა უოტსონის გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებულმა აქტივიზმა სტარტი აიღო რამდენიმე წლის წინ, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალ პროგრამაში, HeForShe-ში  ჩაერთო და აქტიურად დაუჭირა მხარი ახალ ინიციატივას.

HeForShe არის კამპანია, რომელიც მუშაობს გენდერული თანასწორობის თემებზე, კამპანიის ფარგლებში მამაკაცები ცდილობენ სხვადასხვა აქტივობებით დაანგრიონ სტერეოტიპები და ებრძოლონ გენდერულ უთანასწორობას. პროექტში „ჰარი პოტერის“ ახალგაზრდა მსახიობი აქტიურად არის ჩართული და თავის პოპულარობას და ცნობადობას იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს მნიშვნელოვანი მესიჯები.

  • ელტონ ჯონი 

95933863_elton-large_trans_NvBQzQNjv4Bqeo_i_u9APj8RuoebjoAHt0k9u7HhRJvuo-ZLenGRumA

ფოტო: Telegraph.co.uk

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ელტონი ჯონი მრავალი წელია ებრძვის შიდსს მთელ მსოფლიოში, შიდსთან საბრძოლველად მან 1992 წელს დააარსა ფონდი Elton John AIDS Foundation (EJAF), ფონდის მიზანია შიდსის პრევენცია მთელ მსოფლიოში.

„ბევრი ძვირფასი მეგობარი დავკარგე ამ საშინელი დაავადების გამო“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ბრიტანელი არტისტი. ფონდმა წლების განმავლობაში მოახერხა 125 მილიონის შეგროვება, რაც ახალ გამოკვლევებში, სამედიცინო მომსახურებებში და სხვა პროგრამებში იხარჯება. ელტონ ჯონმა 43 მილიონ დოლარამდე შესწირა ორგანიზაციას, რამაც საბოლოოდ ის ერთ-ერთ ყველაზე  დიდ ფილანტროპ შემსრულებლად აქცია.

  • ლავერნ ქოქსი 

maxresdefault

ვისაც გინახავთ Netflix-ის სერიალი „ნარიჯისფერი ახალი შავია“,, გემახსოვრებათ სოფია ბურსეტის პერსონაჟი. ლავერნ ქოქსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი მსახიობი ქალია. მსახიობი აქტიურად ეწევა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსგენდერი ქალების გაძლიერებას.

ლავერნ ქოქსი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც „ემის“ ნომინაცია ხვდა წილად, ამასთან ერთად ის გამოჩნდა ჟურნალ Time-ის გარეკანზე, მსახიობი სხვადასხვა პლატფორმას აქტიურად იყენებს იმისთვის, რომ ისაუბრობს LGBT ადამიანების პრობლემებზე. მან გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, სადაც ნაჩვენებია ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება, საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ და ა.შ.

  • ქრისტინა აგილერა

6_HAI_20100511_WFP-Rein_Sku

ფოტო: wfp.org

მსოფლიოში თავისი ვოკალით ცნობილი ქრისტინა აგილერა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და აქტივისტურ საქმიანობაში. ქრისტინა აგილერა არის ელჩი  მსოფლიო სურსათის საბჭოში და აქტიურად ებრძვის შიმშილობის პრობლემას მთელ მსოფლიოში.

ის იღებს სხვადასხვა ვიდეორგოლებს, რათა მსმენელს აჩვენოს პრობლემები, რის წინაშეც მრავალი ადამიანი დგას მსოფლიოში. სხვადასხვა დროს იგი ეწვია ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ჰაიტი, ეკვადორი და გვატემალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი