საზოგადოებაფოტო

რუკა ▶ კერძო საბავშვო ბაღების პირობები და ფასები

11 ივლისი, 2017 • 26931
რუკა ▶ კერძო საბავშვო ბაღების პირობები და ფასები

წარმოგიდგენთ საინფორმაციო რუკას თბილისის კერძო საბავშვო ბაღების შესახებ, სადაც შეგიძლიათ იხილოთ როგორც მისამართები, ასევე, თქვენთვის საჭირო სხვა ინფორმაცია. გაიგეთ, რომელი კერძო საბავშვო ბაღია თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს, ვინ, რა პირობებს გთავაზობთ თქვენი ბავშვისთვის, რამდენია გადასახადი და ა.შ.

კერძო ბაღებში ყოველთვიური გადასახადი 150 ლარიდან იწყება და 700 ლარსაც სცდება. თითქმის ყველა ბაღში ისწავლება მინიმუმ ერთი უცხო ენა. მათი წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას საკუთარ უპირატესობებზე ამახვილებენ ყურადღებას: ზოგი ჯანსაღ საკვებზე აკეთებს აქცენტს, ზოგი უსაფრთხო და დაცულ გარემოზე, ზოგი კომფორტზე, ზოგიც კი- გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. რუკაზე, რომელიც მშობლებისთვის მოვამზადეთ, იხილავთ ინფორმაციას 107 კერძო საბავშვო ბაღის შესახებ.

ინსტრუქცია: იმისთვის, რომ მარტივად ისარგებლოთ საინფორმაციო რუკით, შეგიძლიათ მაუსით გაადიდოთ ან დააპატარავოთ ის. ასე უფრო იოლად ნახავთ, თბილისის რომელ ნაწილში მდებარეობს კონკრეტული საბავშვო ბაღი.

შენიშვნა: რუკაზე არ არის ასახული ინფორმაცია თბილისის ყველა კერძო საბავშვო ბაღის შესახებ. ნეტგაზეთი დაახლოებით თბილისის 130 კერძო ბაღს დაუკავშირდა, თუმცა მათმა ნაწილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და არც სოციალურ ქსელში გამოგვეხმაურა, ზოგმა კი საერთოდ უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, სურვილის გაჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეგვიძლია თვენი კერძო საბავშვო ბაღის შესახებ ინფორმაცია დავამატოთ რუკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი