საზოგადოება

ნათლისღება სამებაში – ილია მეორე უკვე 31 ათასამდე ბავშვის ნათლიაა [ფოტო/ვიდეო]

19 იანვარი, 2017 • 7310
ნათლისღება სამებაში – ილია მეორე უკვე 31 ათასამდე ბავშვის ნათლიაა [ფოტო/ვიდეო]

19 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში 670 ჩვილი მონათლა. საპატრიარქოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ილია მეორეს 47-ე საყოველთაო ნათლობის ჩათვლით უკვე 30,908 ბავშვი ჰყავს მონათლული, ხოლო მათი უმეტესობა ბიჭია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი რამდენიმე წელია ჩვილებს ნათლავს. მისი ინიციატივით, მშობლებს ყოველი მესამე შვილის მონათვლა შეუძლიათ. როგორც სასულიერო პირები და მშობლები აღნიშნავენ, პატრიარქის ინიციატივა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მშობელთა ნაწილი, ვისაც დღეს სამებაში ვესაუბრეთ, აღნიშნავს, რომ მათ ისედაც სურდათ სამი ან უფრო მეტი შვილის ყოლა, თუმა ნაწილი მესამე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას სწორედ ილია მეორის ინიციატივას უკავშირებს.

ჩვენი მესამე შვილია და ერთ-ერთი სტიმული, რომ მესამე შვილი გაჩენილიყო, სწორედ პატრიარქის სურვილი იყო, რომ ნათლია ყოფილიყო ყველი ქართულ-მართლმადიდებლური ოჯახის მესამე შვილის. ეს ძალიან დიდი საქმეა. წლების განმავლობაში ქართველი ერი უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსით ხასიათდებოდა და ეს დიდი სტიმულია ყოველი მართლმადიდებელი ოჯახისათვის, რომ ჰყავდეთ მესამე, მეოთხე და უფრო მეტი შვილი,” – ამბობს პატრიარქის ერთ-ერთი ახალი ნათლულის მამა, გიორგი ჯანიაშვილი.

სამების საკათედრო ტაძარი დღეს საღამოს უკვე სავსე იყო მრევლით. მათი უმეტესობა სწორედ ჩვილების მონათვლას ესწრებოდა. ჩვილთა ნაწილს, პატრიარქის გარდა, მშობლების მეგობრებიც ნათლავდნენ. მართლმადიდებლური წესით, ერთ ადამიანს შესაძლოა ორი ნათლიაც ჰყავდეს.

როგორც ქრისტიანისთვისა და მართლმადიდებლისთვის, ამაზე დიდი სიხარული პირადად ჩემთვის არ არსებობს, პირადად ჩემი რწმენიდან გამომდინარე, არ არსებობს იმიტომ, რომ პატრიარქი ამ საუკუნის წმინდანია მოსიარულე ჩემთვის, მაგალითად. ჩემი შვილის გაზრდისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და დაცვაა,” – ამბობს ნათია ენუქიძე, პატრიარქის კიდევ ერთი ახალი ნათლულის დედა.

მონათვლის რიტუალამდე მშობლები და ნათლიები სამების ქვედა სართულზე რეგისტრაციას გადიოდნენ, შემდეგ კი იქვე განთავსებულ სავაჭრო მაგიდასთან დიდ სანთლებს 5 ლარად ყიდულობდნენ და საკუთარ რიგს ელოდებოდნენ. პატრიარქი სამებაში 20:00 საათზე მოვიდა, მრევლს ნათლისღება მიულოცა და თავისი ახალი ნათლულები დალოცა.

ღვთის მადლი გადმოვიდა ბავშვებზე, ადამიანებზე, რომელთაც დღეს მიიღეს ნათლისღება. დღეს ბედნიერია ცა და ქვეყანა. დალოცვილი და ბედნიერი იყავით თქვენ, ჩემი ნათლულები, მათი ოჯახები და მთელი საქართველო,” – განაცხადა პატრიარქმა.

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ილია მეორემ, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივით, 2008 წელს ყოველი მესამე შვილის პირველი ნათლობა მოაწყო, რომელიც მას შემდეგ რეგულარულად იმართება.

ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ილია მეორე - ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ილია მეორე – ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ილია მეორე - ილია მეორე - ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ილია მეორე – ილია მეორე – ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი