საზოგადოება

შობის ღამე სამებაში [ფოტორეპორტაჟი]

7 იანვარი, 2017 • 8301
შობის ღამე სამებაში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ლიტურგია მორწმუნეებით სავსე სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა, რომელიც ტრადიციულად რამდენიმე საათს გაგრძელდა.

საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და მთავრობის წევრები დაესწრნენ. სამებაში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას ასევე ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა პატიმრობიდან.

წირვის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის დღესასწაული მიულოცეს.

წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გამახვილდა. პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა ასევე იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება უწესობის დაკანონება, ხოლო მასმედია და სოციალური ქსელები მათ პროპაგანდას ეწევა.

ნეტგაზეთი გთავაზობთ სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებული საშობაო ლიტურგიისა და წირვის ფოტორეპორტაჟს:

სამება შობის ღამეს - მორწმუნეები ტაძრისკენ მიემართებიან. სამების ეზოში, ტრადიციულად, არაერთი ადამიანი ითხოვდა შემწეობას, ხოლო ნაწილი სანთლებსა და სხვა რელიგიურ პროდუქციას ყიდდა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამება შობის ღამეს – მორწმუნეები ტაძრისკენ მიემართებიან. სამების ეზოში, ტრადიციულად, არაერთი ადამიანი ითხოვდა შემწეობას, ხოლო ნაწილი სანთლებსა და სხვა რელიგიურ პროდუქციას ყიდდა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მრევლი პატრიარქის გამოსვლას ელოდება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პატრიარქის მოლოდინში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ. ტაძარში არაერთი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იმყოფებოდა. ფოტოს გადასაღებად მოსახერხებელი ადგილის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანა გახლდათ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

წირვასა და ლიტურგიას ჩოხითა და სხვა ეროვნული სამოსით არაერთი მორწმუნე დაესწრო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ილია მეორე სტიქაროსნების დახმარებით აგრძელებს საშობაო წირვა-ლოცვას. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სასულიერო პირებს ტაძარში დერეფანი აქვთ გაკეთებული, პატრიარქი კი სტიქაროსნების დახმარებით აგრძელებს საშობაო ლიტურგიას. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მთავრობის წევრები სამებაში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სამებაში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. მათ უკან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მრევლი სამებაში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მგალობელთა გუნდი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მეორე მგალობელთა გუნდი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საშობაო ლიტურგია სამებაში და მრევლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბავშვი ტაძრის ზემო სართულზე და სოციალური ქსელები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჩოხოსნები სამებაში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მრევლი და სანთლები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიგი უგულავა მის მხარდამჭერებს შობას ულოცავს და ტოვებს სამების საკათედრო ტაძარს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მორწმუნე მართლმადიდებლები სამებაში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეგაზეთი

ილია მეორე ასრულებს საშობაო ლიტურგიას. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლიტურგიის შემდეგ ზიარება იწყება. სასულიერო პირები და სტიქაროსნები მრევლს სეფისკვერებსა და პურებს გადასცემენ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ზიარება საშობაო ლიტურგიის შემდეგ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სტიქაროსნებ სეფისკვერებითა და პურით სავსე ყუთებით გადაადგილდებიან ტაძარში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ილია მეორე დაცვის თანხლებით ტოვებს სამების საკათედრო ტაძარს. მორწმუნეთა ნაწილმა პატრიარქთან სიახლოვისა და ფოტოს გადასაღებად კორიდორის წინა რიგები წინასწარ დაიკავა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მორწმუნეები ტაძრის ცენტრში დადგმულ სამებისა და ღვთისმშობლის ხატს ეთაყვანებიან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამებაში შობისადმი მიძღვნილი ლიტურგია და წირვა დასრულდა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი