საზოგადოება

შვიდი ქალის ხმა ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ [ვიდეო]

26 ნოემბერი, 2016 • 2937
შვიდი ქალის ხმა ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ [ვიდეო]

“შვიდი” – დოკუმენტური სპექტაკლი ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ შვიდი ქალის ბრძოლის შესახებ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 25 ნოემბერს ითამაშეს.

სპექტაკლში შვიდი ქალი მონაწილეობა: მაკა ჩიჩუა – მსახიობი და მხატვარი, საქართველოს პირველი ლედი; ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე; თამარ გურჩიანი – იურისტი; ნინა სუბლატი – მომღერალი; ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი და მწერალი; ანა გოგუაძე – ფოტოგრაფი; და ნესტან კვინიკაძე – სცენარისტი და ჟურნალისტი. მათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შვიდი აქტივისტი ქალის ისტორიები წაიკითხეს. აქტივისტების ისტორიებზე პიესა ააგეს: პაულა სიზმერმა, კეტრინ ფიიუმ, გეილ კრიგელმა, ქეროლ კ. მაკმა, რუთ მარგრაფმა, ანა დივიარ-სმითმა და სუზენ იანკოვიცმა.

სპექტაკლის რეჟისორი სალომე ჯაშია. პიესა თამთა მელაშვილმა თარგმნა.

პიესაში ქალი უფლებადამცველები ავღანეთიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან, რუსეთიდან, გვატემალადან, პაკისტანიდან, კამბიჯადან და ნიგერიიდან გვიყვებიან, თუ როგორ იბრძვიან თავიანთ ქვეყნებში გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ ამ ბრძოლაში.

მაკა ჩიჩუა სპექტაკლში კამბოჯელი უფლებადამცველის, მუ სოჩუას ისტორიას კითხულობდა. მო სოჩუა კამბოჯაში ქალთა საკითხების ყოფილი მინისტრია, მინისტრთა კაბინეტში ის ორი ქალიდან – ერთ-ერთი იყო. კამბოჯასა და ტაილანდში სექს-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მან 2005 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მუ სოჩუამ 482 სოფელი კარდაკარ შემოიარა, რის შემდეფგაც, 2008 წელს, იგი პარლამენტის წევრი გახდა.

“ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებთან 1998 წლიდან ვმუშაობ, მას მერე, რაც ქალთა საკითხების მინისტრი გავხდი. ჩემამდე, მხოლოდ კაცები ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე. პირველი, რაც გავაკეთე, ერთი კამბოჯური ანდაზა ეჭვქვეშ დავაყენე – “კაცი ოქროა, ქალი – თეთრი ქსოვილი. დაუფიქრდით: ოქრო თუ ტალახში ჩაგივარდათ, გაწმენდთ, და უფრო მეტად იბრწყინებს, მაგრამ, თუ ქსოვილი დალაქავდა, ის სამუდამოდ გაფუჭებულია,”- ჰყვება სპექტაკლში მაკა ჩიჩუას გმირი.

ანა გოგუაძე სპექტაკლში რუს უფლებადამცველს, მარინა პისკალოვა-პარკერს განასახიერებს. 1993 წელს, მარინა პისკალოვა-პარკერმა, უდიდესი უთანასწორობის წინააღმდეგ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის პირველი ცხელი ხაზი გახსნა.  ეს ცხელი ხაზი გადაიზარდა ცენტრში “ანა”, რომელმაც, კოალიციის ფარგლებში, რუსეთში ძალადბის მსხვეროლ 100 000 ქალს გაუწია დახმარება.

“პოლიციასთა რომ დავწყე თანამშრომლობა, მეუბნებოდნენ ხოლმე: მოიცა ერთი, ქალი სიყვარულს ისე ვერ იგრძნობს, თუ არ სცემე. გაოგნებული ვიყავი. გცემს, ესეიგი, უყვარხარ – რუსული გამოთქმაა, მეთქევსმეტე საუკუნის. ოჯახის წესები რომ შემოიღეს, მაშინდელი. ეს ის წესებია, რომელიც გკარნახობს, როგორ გაუძლო ოჯახს,”- ამბობს ანა გოგუაძის გმირი.

ნინა სუბლატის გმირი ჩრდილოეთ ორლანდიელი უფლებადამცველი, ინეს მაკორმაკი იყო. ინერ მაკორმაკი ბელფასტში, პროტესტანტების ოჯახში გაიზარდა და გააკეთა წარმოუდგენელი რამ – დაქორწინდა კათოლიკეზე. 60-იანი წლებიდან ის იყო აქტივისტი ადამიანის უფლებების, შრომისა და სოციალური სამართლიანობისთვის. იგი სავაჭრო გაერთიანების ირლანდიის კონგრესის დირექტორი გახდა.

“თუ თანასწორობა იმას ნიშნავს, რომ მაგიდასთან ყველა ერთად უნდა დავსხდეთ, მაშინ უნდა გადახედო ამ მაგიდას და დაინახო, ვინ აკლია იქაურობას, ვისი ხმა არ ისმის და უნდა შეცვალო ეს. ერთი, პატარა ნაბიჯით უნდა დაიწყო და ეს პირველი პატარა ნაბიჯი ყველაზე დიდი ნაბიჯია,”- ამბობს დოკუმენტურ სპექტაკლში ინეს მაკორმაკი, რომელიც ნინა სუბლატმა განასახიერა.

ხათუნა სამნიძე გვატემალელი ანაბელა დე ლეონის მონოლოგს კითხულობდა. ანაბელა დე ლეონმა, განათლების მიღების გზით, საკუთარი თავდა ოჯახი სიღარიბიდან ამოიყვანა. 1995 წლიდან იგი კონკრესმენია. დე ლეონს სიკვდილით ემუქრებოდნენ, რადგან იბძოდა კორუფციის წინააღმდეგ, ღარიბებისა და ქალების უფლებებისთვის.

“მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობდით პატარა, ბნელ ოთახში. ჩემი პატარა ფანჯრიდან ვხედავდი ხოლმე, როგორ ამზადებდა დედა საჭმელს. ყიველდღე ლობიო გვქონდა, ერთხელ, დავინახე, როგორც გაიარა ვიღაც ქალმა ჩვენს პატარა სამზარეულოში და ქვაბში მიწა ჩაყარა. საჭმელი გაფუჭდა – იმ დღის ერთადერთი საზრდო. დედაჩემმა ტირილი დაიწყო. პატარა კი ვიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ  აქ ყოფნა აღარ მინდოდა – ამ სამყაროში, სადაც ქალი ისეთი გაბრაზებული და უიმედო შეიძლება იყოს, რომ მიწა ჩაგიყაროს საჭმელში. ან დედაჩემივით იყოს – სულ ჩუმად, მხოლოდ ლოცულობდეს და ტოროდეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება. ამის გამო ვარ ის, ვინც ვარ,”- წაიკითხა ანაბელა დე ლეონის მონოლოგი ხათუნა სამნიძემ.

ავღანეთში, თალიბანის მმართველობის პირობებში ფარიდა აზიზი ქალთა მარგინალიზების წინააღმდეგ იბრძოდა. ვინაიდან, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, ახლა თავის ორ შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.

“ერთი სპარსული ანდაზაა: მთა უნდა მაღალი იყოს, ყოველთვის არსებობს გზა მის დასაპყრობად,”- ამბობს ფარიდა აზიზი დოკუმენტურ სპექტაკლში. მისი ისტორია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამარ გურჩიანმა წაიკითხა.

ნანა ექვთიმიშვილმა წაიკითხა პაკისტანელი მუხტარ მაის ისტორია, რომელიც ოთხმა კაცმა ჯგუფურად გააუპატიურა და აიძულა, სახლში თითქმის შიშველი წასულიყო. მუხტარ მაი და მისი სულისშემძვრელი ისტორია მსოფლიო მედიის ყუადღების ცენტრში მოექცა.

“გაუპატიურების შემდეგ ცოცხლად დარჩენა პაკისტანში უფრ მეტ სირცხვილად ითვლება, ვიდრე გაუპატიურება,”- ამბობს სპექტაკლში მუხტარ მაის გმირი.

მიუხედავად ამისა, მან არ გაარგძელა სხვა ქალების ტრადიცია, მოეკლათ თავი გაუპატიურების შემდეგ. მუხტარ მაიმ შეძლო, რომ დამნაშავეები წარმდგარიყვნენ მართლმსაჯულების წინაშე, ხოლო თვითონ, ქალთა პირობების გასაუმჯობელებლად ააშენა სკოლები და საკუთარ ქვეყანაში განათლების ხელშეწყობა დაიწყო.

სპექტაკლი „შვიდი“ უკვე 32 ქვეყანაში წარმატებით დაიდგა Voices (HeddaProduktion AB) მიერ. საქართველოში პროექტს „ქალთა ფონდი საქართველოში“ შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

“სპექტაკლი ნათლად წარმოაჩენს, ძალადობისა და დისკრიმინაციის რამდენად მრავალფეროვან გამოვლინებებთან უწევთ ქალებს შეჯახება, ხშირად სრულიად მარტოებს და რამდენად შემაძრწუნებელი და დამანგრეველია თითოეული მათგანი. „შვიდის“ მიზანი სწორედ ქალების გაძლიერებაა, მათთვის სტიმულის მიცემა, ხმა აიმაღლონ და თამამად იბრძოლონ გენდერული ნიშნით ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ,”- წერს ქალთა ფონდი.

25 ნოემბერი გენდერულ ძალადობასან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 25 ნოემბერს დაიწყო 16 დღიანი კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოში 1991 წლიდან აღნიშნავენ.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალები ყოველდღიურად განიცდიან სხვადასხვა ტიპის ძალადობას და დისკრიმინაციას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად განხილული და ტაბუდადებული სექსუალური შევიწროებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი