საზოგადოება

იუპიტერის თანამგზავრი შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი იყოს

18 ნოემბერი, 2011 • 1075
იუპიტერის თანამგზავრი შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი იყოს
მკვლევარებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს, რომლის მიხედვითაც იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრ “ევროპაზე”, ყინულოვის საფარის ქვეში წყალი აღმოჩნდა.
ეს პოტენციური საფუძველია იმისა, რომ შესაძლოა “ევროპა” საცხოვრებლად ვარგისი იყოს.
წყალი ყინულიდან სულ რაღაც 3 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა.
მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე იკვლევდნენ “ევროპას”, ნასას მკვლევარებს მანამდეც ჰქონდათ ეჭვი რომ “ევროპას” საფარის ქვეშ დიდი ოკეანე იყო, ბევრად უფრო დიდი ვიდრე დედამიწაზე არსებული ოკეანეები ერთად აღებული.
მეცნიერების განცხადებით პარალელების გავლება შეიძლება ანტარქტიკასთან, რაც მათ თანამგზავრის გამოკვლევაში ეხმარება. ისინი აგრძელებენ როგორც “ევროპაზე” ასევე იუპიტერის სხვა თანამგზავერბზე დაკვირვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი