“ჩვენ ვირჩევთ პროგრესს”, ‘ტოტალიტარიზმი კლავს”, “გორი წითელი არ არის” – ამ სლოგანებით დღეს, 9 მაისს გორში სამოქალაქო აქტივისტების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქცია/კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქალაქის გასართობ პარკში – “ახალბაღში” ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ შემდეგი ბენდები: LOUDspeakers, Vanilla Cage, „დაგდაგანი“ და „კანუდოსი“.
ღონისძიება ევროკავშირის დღეების ფარგლებში ჩატარდა და, როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არის ერთგვარი პასუხი და გამოძახილი გორში სტალინიზმით გაჟღენთილი იმ აქტივობების წინააღმდეგ, რომელსაც მათი თქმით, პრორუსული ძალები ახორციელებენ.