საზოგადოება

WHO: მსოფლიოში ხანდაზმულთა რაოდენობა გაიზრდება

1 ნოემბერი, 2011 • 1106
WHO: მსოფლიოში ხანდაზმულთა რაოდენობა გაიზრდება

მსოფლიოში მალე უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი იქნება, ვიდრე – ბავშვი. ამ ინფორმაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.

”ეს პოზიტიური ტენდენცია 21-ე საუკუნის ჯანდაცვის პოლიტიკის განსაკუთრებლ გამოწვევად იქცა”, – ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ექიმთა და მედიცინის მუშაკთა მომზადებას გეგმავს, რომლებიც უკეთ გაეცნობიან იმ საჭიროებებს, რაც ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფას ჭირდება.

კონკრეტულად, გეგმა მდგრადი, გრძელვადიანი პოლიტიკის ფორმირებასა და პალიატიური ზრუნვის უზრუნველყოფას უკავშირდება, რათა შესაძლებელი იყოს ასაკთან მიბმული ქრონიკული დაავადებების პრევენცია და მართვა. ეს სტრატეგია  საჭიროა იმისთვის, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და საზოგადოებისთვის სრულფასოვან წევრად იგრძნონ თავი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, 60 წლის და მის ზემოთ ასაკის ადამიანების რაოდენობა 650 მილიონს შეადგენს, 2050 წლისთვის კი ხანდაზმულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 2 მილიარდამდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი