საზოგადოება

შემწყნარებლობა–ქვეყნის ძლიერების რეცეპტი

12 ოქტომბერი, 2011 • 1365
შემწყნარებლობა–ქვეყნის ძლიერების რეცეპტი

ქვეყნის ძლიერების რეცეპტად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის მიმართ შემწყნარებლობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო «ქორთიარს მერიოტში» გახსნა მრგვალი მაგიდა თემაზე «რასობრივი დისკრიმინაცისს წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში».

საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს განვითარების პროგრამისა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ორგანიზებულ შეხვედრას 100–მდე საერთაშიროსო და ადგილობრივი ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური გაერთიანებებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის (ECRI) თავმჯდომარე ნილს მუჯნიეკსიმ და კომისიის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებსა და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რომელიც უპირობოდ უნდა გადადგას სახელმწიფომ.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის (ECRI) ბოლო, 2010 წლის  შემაჯამებელ დასკვნაში საქართველოს შესახებ წერია, რომ დარჩენილია საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს.

ანგარიშში ძირითადად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს: ეთნიკური უმცირესობათა დისკრიმინაციის არაერთი ფაქტის მიუხედავად, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ამ ადამიანებმა მიიღეს სასამართლოსგან კომპენსაცია მათი უფლებების შელახვის გამო; არ არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც წინ აღუდგება რასობრივ დისკრიმინაციას; დიდ გამოწვევად რჩება ქართული ენის ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელიც უამრავ პრობლემას ქმნის და ისინი სათანადოდ ვერ ახერხებენ დაიცვან თავიანთი უფლებები, ვერ ინტეგრირდებიან საზოგადოებაში; ქართულენოვანი ბავშვების მსგავსად, სხვა ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების წვდომისა და შემდგომ დასაქმების; არის შემთხვევები, როცა მასწავლებელბი და მოსწავლეები ამცირებენ ბავშვებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რელიგიურ უმრავლესობას; სტერეოტიპები, აკვიატებული აზრები და არასწორი შეხედულებები, რომლებასც ახმოვანებენ პოლიტიკოსები, მედია და რომელსაც ვხვდებით სასკოლო სახელმძღვანელოებშიც და სხვ.

ევროპული კომისია დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებსაც აწვდის. ერთ–ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ პოლიციამ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს იმ ფაქტებს, როდესაც ხდება სხვა რელიგიური ჯგუფების შევიწროება.

ევროპული კომისია ხელისუფლებას ურჩევს, ასევე დააკვირდეს, რა ვითარებაა პოლიტიკურ დისკურსებსა და მედიაში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ სტერეოტიპების თვალსაზრისით.

რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. 12 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე სახვადასხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო, თუ სხვა რეფორმებზე.

«მთლიანობაში საქართველოს შესახებ ანგარიში არის ძალიან პოზიტიური და მასში ასახულია ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა ამ კუთხით უახლოეს წლებში ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის», განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქარაძემ:

«საქართველო ყოველთვის გამორჩეული იყო ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით. ეს არის ჩვენი ისტორიული ღირსება და მემკვიდრეობა. აუცილებელია, რომ დღესაც საქართველო იყოს გამორჩეულად შემწყნარებლური ღირებულებების ქვეყანა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველაზე ცუდი ნაბიჯი არის ამ ქვეყნის მოქალაქეების დაყოფა სხვადასხვა ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით. ყველა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს, ყველა ეს ადამიანი ამ ქვეყნაში უნდა იყოს თანაბარი და უნდა იყოს ერთი ღირებულების მქონე. ხელისუფლება ამ თვალსაზრისით აკეთებს ყველაფერს და მჭიდროდ თანამშრომლობს რასიზმთან ბრძოლის ევროპულ კომისიასთან».

დავით ბაქრაძის თქმით, «უკანასკნელი კვლევების მიხედვით,  ეთნიკური უმცირესობების 90 % საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს ამ ქვეყანასთან. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება უკანასკნელი 5–10–15 წლის განმავლობაში».

ეთნიკურ უმცირესობების მიმართ რელიგიურ შეუწყნარებლობის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რელიგიური და სხვა უმცირესობების თემასაც. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად დასახელდა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში.

დისკუსია «ქორთიარდ მერიოტში» დღეს დასრულდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი