საზოგადოება

უმაღლესი სასწავლებლები კონტროლის პალატის ანგარიშში

14 სექტემბერი, 2011 • 1469
უმაღლესი სასწავლებლები კონტროლის პალატის ანგარიშში

კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ორმა უმაღლესმა სასწავლებელმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან  არამიზნობრივად დაახლოებით 11 მილიონი ლარი გახარჯა.

ფინანსური დარღვევების მქონე შვიდი სასწავლებლიდან კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშში დასახელებული მხოლოდ ორი მათგანია–იულონ ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსიტუტი და აგრარული უნივერსიტეტი.

აგრარული უნივერტიტეტის მენეჯმენტის მიერ არამიზნობრივად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო და სამეურნეო პროექტები შედეგზე ორიოენტირებული არ იყო, რის გამოც სახსრები არამიზნობრივად გაიხარჯა.

„გარდა ამისა, არ შესრულდა უნივერსიტეტის მიერ 250 ათასი ლარის სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების კავკასიის სამეცნიერო კვლევითი და საინფორმაციო ცენტრის შექმნას, ხეხილისა და ვაზის საკოლექციო სასწავლო ნაკვეთების გაშენებას, ქუთაისის მეაბრეშუმეობის სადგურში სათბურის მოწყობას, უნიკალური ქართული ჯიშის ცხვრის სამეცნიერო კვლევას“–აღნიშნულია ანგარიშში.

აგრარული უნივერსიტეტის ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის გამო “საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის” ყოფილი ხელმძღვანელები 2011 წლის მარტში სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე დააკავეს.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ტ­რო­ლის პა­ლა­ტი­დან მი­ი­ღო მა­სა­ლე­ბი, რო­მლებიც “სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო უნი­ვერ­სი­ტე­ტის” ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­სულ მა­სა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყო, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს “სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო უნი­ვერ­სი­ტე­ტის” ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირაკ­ლი ყრუ­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრე­ზი­დენ­ტის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პროგ­რა­მის “იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის” ექ­ს­პერ­ტე­ბი – ზუ­რაბ მა­ხო­ხაშ­ვი­ლი და ვა­ჟა ჯუ­ღე­ლი, ასე­ვე – შპს “ეკო­თერ­მის” 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი თორ­ნი­კე არ­ვე­ლა­ძე.

კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, შპს „ეკოთერმთან“ უნივერსიტეტმა მეტალო–ლასტმასის ფანჯრების შესასყიდად ხელშეკრულება გააფორმა და კონტროლის პალატის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 380 ათასი ლარის სამუშაო ჯეროვნად შესრულებული არ ყოფილა.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბოდათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბასა და სა­ხელ­მ­წი­ფოს კუთ­ვ­ნი­ლი დი­დი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბაში.

აგრარული უნივერსიტეტის მიერ არამიზნობრივად დახარჯულ თანხაზე დაახლოებით 10 მილიონი ლარით მეტია იულონ ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსიტუტის მენეჯმენტის მიერ დახარჯული ფული.

კონტროლის პალატის მონაცემის მიხედვით, აღნიშნულმა ინსიტუტმა დაახლოებით სამი მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები კანონდარღვევით განახორციელა.

ასევე, დაახლოებით სამი მილიონი ლარი ინსტიტუტის მენეჯმენტის მიერ არამიზნობრივად დაიხარჯა.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, ინსიტუტის მიერ საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციების წარუდგენლობითა და გადასახადის შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტსაც გარკვეული რაოდენობის ფინანსური ზარალი მიადგა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუტი ეწეოდა მევენახეობასა და მეცხოველეობას, რაც არ არის დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობასთან.

აღნიშნული ინსიტუტის, რომელიც მცხეთაში, წეროვანში მდებარეობს, მთავარი საქმიანობა ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის მაღალპროდუქტიული, კონკურენტუნარიანი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა, დარეგისტრირებული ჯიშებისა და ჰიბრიდების თესლების წარმოება, მინდვრის, ბოსტნეული კულტურების, არომატული და სამკურნალო მცენარეების ახალი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების შემუშავება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშში ფინანსური დარღვევების მქონე სხვა უმაღლესი სასწავლებლები დასახელებული არ არის.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი