საზოგადოება

წეროვანი აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ

6 აგვისტო, 2011 • 1349
წეროვანი აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ

სახელმწიფოს მხრიდან მოხსნილ შეღავათებზე, უყურადღებობაზე და დღევანდელ ცხოვრებაზე წეროვანში ჩასახლებული დევნილები თავად საუბრობენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წეროვანში დევნილებისთვის სპეციალურად აშენებულ კოტეჯებში სახელმწიფომ დაახლოებით სამი ათასი დევნილი ოჯახი შეასახლა. წეროვანში დასახლებიდან ცხრა თვეში დევნილებს ბუნებრივ აირზე შეღავათები მოეხსნათ, შეუწყდათ სხვადასხვა დახმარება პროდუქტის სახით და როგორც თვითონ ამბობენ, მათი პრობლემები დღეს სახელმწიფოს უკვე არ აინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი