რეკლამასაზოგადოება

რატომ არის საჭირო სათემო რადიო? [Video]

27 მარტი, 2016 • 1727
რატომ არის საჭირო სათემო რადიო? [Video]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა სათემო რადიომაუწყებლობის საჭიროებაზე საუბრობს. მათი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გაეცნობიან და საკუთარ ხმასაც მიაწვდენენ ხელისუფლებას.

ამ საკითხზე სპექტრმა აღნიშნულ თემში ჩაატარა კვლევა როგორც სპეციალისტების მიერ შედგენილი კითხვარის, ასევე ვიდეოგამოკითხვის საშუალებით. გამოკითხულთა 100% ამბობს, რომ მათ დასახლებაში სათემო რადიო აუცილებელია. 58% მიიჩნევს, რომ გადაცემები უნდა მომზადდეს ქართულ ენაზეც.

იორმუღანლოს თემის სოფლებში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. სოფლები მუნიციპალური ცენტრიდან 47 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 2002 წლის აღწერით მოსახლეობის ოდენობა 23 ათასი იყო და მუნიციპალიტეტის 60%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის აღწერის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის რიცხოვნობა საკმაოდ მაღალი- 40’000–მდეა.

აზერბაიჯანული მოსახლეობა, სახელმწიფო ენის არ ცდონის გამო, ინფორმაციას ძირითადადაზრებაიჯანული და რუსული საინფორმაციო საშუალებებით ეცნობა, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანული თემის გააქტიურებას და ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში.

სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას გაზეთმა სპექტრმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი კომისია აღნიშნულ მოთხოვნაზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო იფუნქციონირებს.

გამოიკითხა იორმუღანლოს თემის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი.
კვლევაში მონაწილეობდა სამი ადგილობრივი ახალგაზრდა აქტივისტი და ასევე speqtri.ge-ს სამი ჟურნალისტი. თემის მოსახლეობის 100% მოითხოვს, რომ ასეთი მაუწყებლობა აუცილებლად უნდა არსებობდეს.

კითხვარი თავდაპირველად შედგენილი იყო 2015 წელს მარნეულის თემისთვის კონსტანტინ სტალინსკის მიერ და მოიცავდა შემდეგ კითხვებს:
1. გინდათ მოუსმინოთ მუსიკალურ და გასართობ გადაცემებს?
2. მოუსმენთ გადაცემებს სოციალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე?
3. გადაცემები სასურველი იყოს ქართულ ენაზე?
4. გადაცემები სასურველია იყოს აზერბაიჯანულ ენაზე?
5. გინდათ მოუსმინოთ გადაცემებს დასავლეთსა და ევროინტეგრაციის შესახებ?
6. ყოველდღიურ გადაცემაში საუბარი უნდა იყოს ადგილობრივ მოვლენებზე?
7. თუ გადაცემის თემა საინტერესოა, ისურვებთ გადაცემის განმეორებას?

ამ დროისთვის საქართველოში ფუნქციონირებს ნინოწმინდის სათემო რადიო “ნორი”, ხოლო პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო მოქმედება „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტმა, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობაში სათემო რადიო Radio Way შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი