“ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა” – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე თბილისში

ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. სინდრომის წარმოშობის ზუსტი მიზეზი კი დღემდე დაუდგენელია. 2011 წელს გაერომ 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია თბილისში სპეციალური ღონისძიებები ეწყობა, მათ შორის იყო დღევანდელი მსვლელობაც, რომელმაც სათავე ვაკის პარკიდან აიღო და თსუ-სთან ფლეშმობით დასრულდა.

ყოველ წელს დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ახალ გზავნილს ატარებს. წელს საკითხი მეგობრებისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოციალიზაციის პრობლემას შეეხო. “ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა” – ამ სლოგანით კვირის განმავლობაში რამდენიმე კონფერენცია და ფოტოგამოფენა მოეწყო.

თბილისში გამართული მსვლელობის ორგანიზატორი, კავშირის “ჩვენი ბავშვები”წარმომადგენელი ლია ტაბატაძე ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით საზოგადოების მიმღებლობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ გაიზარდა. ქართული საზოგადოება აცნობიერებს, რომ დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის დაავადებებისაგან განსხვავებით არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

” საზოგადოების დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, დარჩებიან ადამიანები, ვინც ვერ შეეგუებიან ამას, თუმცა ვერავის მიმართ ვერ გავიშვერთ ხელს და ვერ ვკითხავთ, რატომ უშვებენ მსგავს შეცდომებს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წარსულის გავლენაა. პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს, მომდინარეობს უფრო მეტად სახელმწიფოს, ვიდრე საზოგადოების მხრიდან,” – ამბობს ლია ტაბატაძე.

“ჩვენი ბავშვების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გოჩა გაბოძე კი იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომლებსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები აწყდებიან. მისი თქმით, დროთა განმავლობაში მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა განათლების სისტემასა და ჯანდაცვის პროგრამებში არსებული ხარვეზები დღემდე არ აძლევს საშუალებას ბავშვებს, რომ სრულად გამოიყენონ საკუთარი შრომისუნარიანობა და პოტენციალი.

“ამ ეტაპზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ ატესტატს ვერ იღებენ. რაც შემდეგ სწავლის გაგრძელებისათვის ხელის შემშლელი ფაქტორია. მართალია, პროფესიული სასწავლებლები მზად არიან მათ მისაღებად, თუმცა ბარიერი მაინც რჩება. ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელსაც ორგანიზაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად იკვლევს,” – ამბობს გოჩა გაბოძე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მცდარია მოსაზრება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, რომ მათ მხოლოდ ასაკოვანი წყვილები აჩენენ. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს რასის, ასაკისა და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

ასევე, არასწორია შეხედულება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ვერ ვითარდებიან და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობენ.

დაუნის სინდრომის კვირეული 21 მარტს, საღამოს, სპექტაკლით “პატარა უფლისწული” დაიხურება.

"ჩემი მეგობრები - ჩემი გარემოცვა" - დაუნის სინდრომის დღის აღსანისნავი მსვლელობა თბილისში. 21.03.16. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

“ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა” – დაუნის სინდრომის დღის აღსანისნავი მსვლელობა თბილისში. 21.03.16. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი