საზოგადოება

ბაია პატარაია: გაეთრიეთ ჩვენი საძინებლებიდან

19 მარტი, 2016 • 3897
ბაია პატარაია: გაეთრიეთ ჩვენი საძინებლებიდან

“ჩვენ არ გვჭირდება ბინძური პოლიტიკა. ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩვენთვს აღარ არის მისაღები “კაგებეშნიკური” მეთოდებით ბრძოლა. ეს არის ნაძირლობა და არაკაცობა”, – ეს განცხადება ქალთა მოძრაობის წევრმა ბაია პატარაიამ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელსაც “ეს შენ გეხებას” კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.

ბაია პატარაია "ეს შენ გეხება-ს" მიერ ოგრანიზებულ აქციაზე 19 მარტი, 2016 წელი, თბილისი, მთავრობის ადმინისტრაცია © გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბაია პატარაია “ეს შენ გეხება-ს” მიერ ოგრანიზებულ აქციაზე 19 მარტი, 2016 წელი, თბილისი, მთავრობის ადმინისტრაცია © გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“გაეთრიეთ ჩვენი საძინებლებიდან”, – ამბობს პატარია.

ბაია პატარაია, ქალთა მოძრაობის წევრი:”ჩვენ არ გვჭირდება ბინძური პოლიტიკა. ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენთვს აღარ არის მისაღები “კაგებეშნიკური” მეთოდები.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

თბილისში “ეს შენ გეხებას” კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით საპროტესტო აქცია/მსველელობა იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ტირაჟირებას.

“ისმინეთ ჩვენი ხმა, ნუ გვისმენთ”,”მე არ მეხება სხვისი პირადი ცოხვრება, მაგრამ მეხება ის, რომ ჩემი რეაქციით აშინებენ,” “უკანონო მოსმენები დაკანონდა” – ამ შინაარსის ბანერებით აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყო. მას შეუერთდა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ნაწილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი