საზოგადოება

პრემიერი: სტუდენტურ თვითმმართველობაზე ნეგატიური აზრი წარსული პრეცედენტების გამო შეიქმნა

17 მარტი, 2016 • 1786
პრემიერი: სტუდენტურ თვითმმართველობაზე ნეგატიური აზრი წარსული პრეცედენტების გამო შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერი მიესალმა სტუდენტების გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი აზრი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება.

“მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი არჩიეს. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებას. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს.”

კვირიკაშვილის თქმით, სტუდენტურ თვითმმართველობაზე საზოგადოებაში ნეგატიური აზრი შეიქმნა წარსულში არსებული პრეცედენტების გამო, როდესაც თვითმმართველობის და სტუდენტების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ.

„ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი მნიშვნელოვანია. თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმას. მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთოს მოლაპარაკების, რეფორმირების პროცესში. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ პროგრესულ მოდელს, სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები გამოდიოდნენ ქუჩაში და სასწავლო პროცესი იშლებოდეს. მოხარული ვარ, რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მოხარული ვარ, რომ თსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლებას მიესალმება, – როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოხარულია, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების პროცესი არჩიეს.პრემიერის შეფასებით, თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და პროტესტი უმნიშვნელოვანესია და მათი მაქსიმალური ჩართულობა განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება. „ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის განათლების რეფორმა, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი წარსულში არსებული პრეცედენტების გამო, როდესაც თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. „ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი მნიშვნელოვანია. თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმას. მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთოს მოლაპარაკების, რეფორმირების პროცესში. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ პროგრესულ მოდელს, სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები გამოდიოდნენ ქუჩაში და სასწავლო პროცესი იშლებოდეს. მოხარული ვარ, რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Thursday, 17 March 2016

 

აუდიტორია #115-ის წევრებმა თსუ-ში საპროტესტო აქციები გუშინ, 16 მარტს შეწყვიტეს. მათ შეიმუშავეს მოთხოვნების ერთობლივი მანიფესტი, რომლის საფუძველზეც მომავალში სამინისტროებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებენ.

სტუდენტური თვითმმართველობას კი საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. როგორც ისინი ამბობენ, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი