საზოგადოება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუსეთის ნაკრებს შეხვდება

12 მარტი, 2016 • 1816
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუსეთის ნაკრებს შეხვდება

დღეს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოჭში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, ნაკრები სოჭში გუშინ, 11 მარტს გაემგზავრა. ეს საქართველოსა და რუსეთს შორის რიგით მე-20 სარაგბო მატჩი იქნება.

რაგბის კავშირი ასევე წერს, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ მორაგბეები: მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე და მიხეილ ნარიშვილი.

“ამ კონკრეტული თამაშისთვის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა სხვა მოთამაშეებისათვის მიეცა სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შესაძლებლობა,”- წერია რაგბის კაშირის ვებ-გვერდზე.

მათივე ცნობით, 19 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ მატჩისათვის, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, უკვე გამოძახებულნი არიან გორგოძე, მიქაუტაძე და ჩილაჩავა, რათა ტურნირის დამაგვირგვინებელ  მატჩში ბორჯღალოსნები ძლიერი შემადგენლობით დახვდნენ რუმინელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი