საზოგადოება

საქართველოში აშენდება ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურები

22 ივნისი, 2011 • • 1106
საქართველოში აშენდება ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურები

„ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლიერების” შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს და ჩეხეთს შორის გუშინ მოეწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ჩეხეთი საქართველოსთვის 650 ათასი ევროს დაფინანსებას გამოყოფს

შეხვედრა 21 ივნისს შედგა გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც გოგა ხაჩიძე ჩეხეთის ელჩს საქართველოში ივან იესტრჟაბს შეხვდა.

როგორც გოგა ხაჩიძემ განაცხადა, დაფინანსების საშუალებით საქართველოში აშენდება ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურები.

”ეს პროექტი ზუსტად არის დაკავშირებული საქართველოში ბოლო დროს მომხდარ სტიქიასთან, რადგან ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ამინდის უკეთესად პროგნოზირებას და მზადყოფნას სტიქიური მოვლენების დროს,” – ჩეხეთის ელჩის ციტატას სამინისტროს ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

პროექტის განხორციელების შედეგად დამონტაჟდება 7 ავტომატური მეტეოროლოგიური და 9 ავტომატური ჰიდროლოგიური სადგური. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოში პირველად მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემების შემუშავებას, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემთა ბაზების შექმნას.
პროექტი სამწლიანია და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 1 336 000 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი