საზოგადოება

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი დადგინდა

2 ივნისი, 2011 • 1498
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი დადგინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ცნობილი გახდა საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.

გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა და სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, სამინისტრო მოსწავლეებს შეღავათების გაკეთებას შეჰპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი