სამართალი

პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

8 მარტი, 2016 • 1187
პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამარლთომ დააკმაყოიფლა პროკურატურის შუამდგომლობა და თავისუფალ დემოკრატ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევნ მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმეობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

სასამართლოზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბიძა და მეგობარი დააკავეს, ოღონდ ეს პეტრიაშვილის საქმეს არ ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის ბიძის სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მეგობრის ბინიდან – ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.

გუშინ “რუთავი 2″-თან სატელეფონი საუბარში დაკავებული ბრალდებულის, ლევან მ-ს ადვოკატი, მარინა ფილაური ამბობს, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმა “ყოფით ნიადაგზე მომხდარ” კონფლიქტს უკავშირდება. ადვოკატი უარყოფს თავდასხმის პოლიტიკურ კონტექსტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

როგორც “თავისუფალი დემოკრატები”, ასევე ალექსი პეტრიაშვილი მოითხოვენ, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა:

მასალების გადაბეჭდვის წესი