სამართალი

ვახტანგ კომახიძე სტრასბურგში ჩივის

28 აპრილი, 2011 • • 1388
ვახტანგ კომახიძე სტრასბურგში ჩივის

ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ზურაბ ადეიშვილის მიერ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაზე ქართული სასამართლოს უარს სტრასბურგში გაასაჩივრებს. სარჩელზე უკვე მუშაობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

საია-ს იურისტის, თამარ კორძაიას თქმით, მათ საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარეს და ადეიშვილის პრემიის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე ყველგან უარი მიიღეს. ქართულმა სასამართლომ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ინფორმაცია პრემიების შესახებ პირადი ცხოვრების სფეროს განეკუთვნება.

ვახტანგ კომახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ მიღებულ პრემიებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2009 წელს გამოითხოვა, თუმცა – უშედეგოდ. ჟურნალისტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მას შვეიცარიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფარი 2010 წელს მისცა. ვახტანგ კომახიძე საქართველოდან შვეიცარიაში გაქცევის შემდეგ ამტკიცებდა, რომ მას საქართველოს ხელისუფლება დევნიდა და ემუქრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი