სამართალი

შსს: კასპში 45 წლის კაცი მოკლეს

25 თებერვალი, 2016 • 1206
შსს: კასპში 45 წლის კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კასპში 28 წლის ზურაბ ფ. 45 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში,  ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”– აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი