სამართალი

პროკურატურამ მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების შესაძლო გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

25 თებერვალი, 2016 • 1353
პროკურატურამ მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების შესაძლო გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი