სამართალი

ოთხი დღის წინ გატაცებული 17 წლის არასრულწლოვანი იპოვეს

22 თებერვალი, 2016 • 1233
ოთხი დღის წინ გატაცებული 17 წლის არასრულწლოვანი იპოვეს

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ოთხი დღის წინ გატაცებული 17 წლის არასრულწლოვანი ნაპოვნია. დამატებით დეტალებს უწყებაში ჯერ არ ახმაურებენ.

გატაცებულის ახლობლების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გამტაცებლებმა თბილისში, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში დატოვეს. ამის შემდეგ მან მშობლებს ტაქსის მძღოლის ტელეფონით დაურეკა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი სუპერმარკეტთან პოლიციელები მივიდნენ. არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

მომხდარს შსს სსსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

არასრულწლოვანი ოთხი დღე იყო გატაცებული, მისი ოჯახის წევრები კი ფონიჭალის პოლიციის განყოფილების შენობასთან საქმის გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი