სამართალი

პროკურატურა: მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშრებით ყველა პროკურორი გადამზადდა

20 თებერვალი, 2016 • 1008
პროკურატურა: მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშრებით ყველა პროკურორი გადამზადდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორისა და გამომძიებლის გადამზადების პროცესი დასრულდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები. მათივე განცხადებით, მომზადდა რეკომენდაცია და გამოკითხვის/დაკითხვის მეთოდოლოგია, რომელიც პრატქიკაში კანონმდებლობის სწორ ინპლემენტაციას ისახავს მიზნად.

“პროკურორთა და სისტემის გამომძიებელთა გადამზადების პირველი ეტაპი სამართლებრივ საკითხებს მოიცავდა. პროკურატურა ეტაპობრივად გეგმავს თანამშრომელთა ინტენსიურ გადამზადებას მოწმეთა გამოკითხვა/დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მათთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში,”– აცხადებს პროკურატურა. 

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ  პროკურორთა მონაწილეობით ამ მიმართულებით მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდება.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესით, რომელიც დღეს, 20 თებერვალს ამოქმედდა, მოწმეს უფლება აქვს, რომ გამომძებელსა და პროკურორს მისცეს ჩვენება. თუმცა, ის არ არის ვალდებული, რომ ასე მოიქცეს. თუკი მოწმე უარს იტყვის გამომძიებელთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე, მაშინ მას მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი