სამართალი

დღეს მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აირჩევს

20 თებერვალი, 2016 • 1345
დღეს მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აირჩევს

მართლმსაჯულების სახლში დღეს საქართველოს მოსამართლეთა XVII  რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს.

მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.  კენჭისყრა ფარული იქნება. იმისათვის, რომ მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდეს, მას სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-მა უნდა მისცეს ხმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს კონფერენცია ირჩევს იმიტომ, რომ ამჟამინდელ წევრს, ზაზა მეიშვილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, უფლებამოსილების ვადა ეწურება.

გარდა ამისა, დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი