სამართალი

პოლონელ ჟურნალისტს ბელორუსში გასამართლება ემუქრება

29 მარტი, 2011 • • 1394
პოლონელ ჟურნალისტს ბელორუსში გასამართლება ემუქრება

პოლონური გაზეთის „გაზეტა ვიბორჩას“ ჟურნალისტის – ანჯეი პაჩობუტის წინააღმდეგ ბელორუსში საქმე პრეზიდენტ „ალექსანდ ლუკაშენკოს შეურაცხყოფის“ გამო აღიძრა. ამის შესახებ თავად პლონელი ჟურნალისტი  საკუთარ ბლოგზე წერს.

ანჯეი პოჩობუტი ბელორუსში, ქალაქ გროდნენსკის პროკურატურაში გუშინ, 28 მარტს, გამოიძახეს. პრკურორმა ჟურნალისტს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმე ბელორუსის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად არის აღძრული, რაც „ბელორუსის პრეზიდენტის შეურაცხყოფას“ გულისხმობს.

პოლონელ ჟურნალისტს ამჟამად ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს მინიჭებული, უკვე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი ბელორუსის ქალაქ გროდნენსკში. ჟურნალისტმა კონკრეტულად არ იცის, თუ როგორ შეურაცხყო ბელორუსის პრეზიდენტი, თუმცა პროკურორმა მას უკვე წაუკითხა იმ სტატიების სათაურები, სადაც ანჯეი პაჩობუტი შეურაცხყოფას აყენებს ბელორისის პრეზიდენტს. ეს სათაურებია:  «Время закручивать гайки», «Лукашенко нашел очередную цель», «В Белоруссии выборы без выбора», «Говорите мне батька», «Так правит Лукашенко», «Лукашенко: Да я сфальсифицировал выборы», «Свобода по-белорусски. Покаялся так вышел?», «Предвыборный популизм по-белорусски» «Так пугает белорусский КГБ».

პოლონელი ჟურნალისტი თავის ბლოგზე წერს, რომ ბელორუსის ხელისუფლებას მის დასაპატიმრებლად მინიმუმ სამი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთია ბელორუსის КГБ-ს მაღალჩინოსანის უარყოფითი პირადი დამოკიდებულება ჟურნალისტის მიმართ, რადგან ანჯეი პაჩობუტი „ღირსეულად უძლებდა ხელისუფლების ზეწოლას და პატიოსნად ასრულებდა თავის პროფესიულ და სამოქალაქო მოვალეობას.“

ჟურნალისტის აზრით, მეორე მიზეზი ის არის, რომ ბელორუსის ხელისუფლებას არ უნდა მეზობელ პოლონეთში, „გაზეტა ვიბორჩაში“, ბელორუსის შესახებ კრიტიკული სტატიები მოხვდეს. მესამე და მთავარ მიზეზად კი ჟურნალისტს მიაჩნია ლუკაშენკოს სურვილი – „გაწმინდოს“ ბელორუსის ონლაინ სივრცე ინფორმაციის ალტერნატიული, კრიტიკული წყაროებისგან.

საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად პოლონელი ჟურნალისტი იხსენებს რამდენიმე კვირის წინ პრესკონფერენზიაზე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას. მაშინ ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა: „-ჩვენ ეს არ გავაკეთეთ არჩევნებამდე, მოგეცით სრული თავისუფლება. თუმცა ამ თავისუფლების გამო თქვენ პასუხს აგებთ. ყველაფერზე, რაც დაწერეთ, ყველა ბრალდებაზე პასუხს აგებთ. თქვენ საკუთარ სიტყვებზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, ხოლო თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ ვინმეს, პასუხიც უნდ აგოთ.“

ბელორუსში 2010 წლის 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ათასამდე ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატები. დაკავებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები. ამ ქმედების გამო ევროკავშირმა ბელორუსის მმართველი გუნდის წევრებს სანქციები დაუწესა.

ბელორუსის პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფა ამავე ქვეყნის კანონმდებლკობით ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე იძულებითი სამუშაოთი, ან 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით. პოლონელი ჟურნალისტი ბელორუსიდან გაქცევას არ აპირებს და ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად მზად არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი