სამართალი

ფუქსისა და ფრენკელის პროცესი გრძელდება

25 მარტი, 2011 • 1275
ფუქსისა და ფრენკელის პროცესი გრძელდება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯაბელი სიტყვის მოსმენა მიმდინარეობს. პროცესს, ჟურნალისტების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებიან, კერძოდ, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. დღევანდელ პროცესზე არ იმყოფებიან ებრაელი სასულიერო პირები, რომლებიც 23 მარტს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ. ისინი ისრაელში გუშინ დაბრუნდნენ. განსასჯელთა ადვოკატი არჩილ კბილაშივილი ფუქსისა და ფრენკელის უდანაშუალობის დასამტკიცებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყეტილებებს იშველიებს. მისის თქმით, საქართველოს ნთავრობამ ებრაელ ბიზნესმენებს მახე დაუგო, რათა მათთვის არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული 98 მილიონი დოლარო არ გადაეხადა. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს, მათ ბრალი ქრთამის შეთავაზებაში ედებათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ბიზნესმენების მიმართ განაჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი