სამართალი

ნინო გვენეტაძე: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების უფლება არ გვაქვს

12 თებერვალი, 2016 • 1167
ნინო გვენეტაძე: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების უფლება არ გვაქვს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული მოსამართლეთა კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ აქვთ დანიშვნების პროცესის შეჩერების უფლება.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “სამართლიანი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოითხოვს. მათ არსებული წესის არაკონსტიტუციურად ცნობით მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს.

გარდა ამისა, მოსამართლეთა დანიშვნის  არსებული წესით  დანიშვნების შეჩერებას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ითხოვს.

ჩვენ ყველანაირი სარეფორმო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის მზად ვართ, ასევე, გვაქვს ჩვენი წინადადებებიც. ამიტომ, პროცესი თუ დაიწყება საბჭო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. შეჩერება არ არის რეფორმაში. რეფორმა არის კანდიდატთა შერჩევის წესის, გამჭვირვალობის, კვალიფიკაციისა და სხვა კრიტერიუმების ნათლად გაწერა და პროცედურების გაწერა. შეჩერების უფლება არ გაგვაჩნია, როდესაც ვაკანსიები არის და მოსამართლეთა რიცხვის ძალიან დიდი სიმცირე არსებობს საერთო სასამართლოების სისტემაში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენგან არის მიუღებელი,”– აცხადებს გვენეტაძე.

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით 22 ახალი მოსამართლე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი