სამართალი

საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47- მა კანდიდატმა გამოთქვა

11 თებერვალი, 2016 • 2186
საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47- მა კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებულია „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი“. სწორედ ამ წესის დაცვით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: მსურველებს შორის არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის“ მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიის სამდივნომ განახორციელა საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევა და აღნიშნული შედეგები 2016 წლის 10 თებერვალს კომისიის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა. მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები პირველადი გადარჩევის შედეგებს დაამტკიცებენ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ- ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად, შემდეგ კი − კომისიის წევრებთან გასაუბრება. მხოლოდ ამ პროცედურების შედეგად, რაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებულ წესშია გაწერილი, შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი კანდიდატები შეესაბამებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და ვადების თანახმად, საქართველოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატი არაუგვიანეს 2016 წლის 26 მაისისა უნდა წარედგინოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს. აღნიშნული პანელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 10 ნოემბრის რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა, რათა კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს მისცენ რჩევა, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

“კანდიდატთა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არაუგვიანეს 2016 წლის 26 აგვისტოს წარედგინება; საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის არჩევნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2016 წლის ოქტომბრის სესიაზე იგეგმება. არჩევნებში მონაწილეობას ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს”.

სტრასბურგშ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ჩამონათვალი:

1. თორნიკე აბაშიძე

2. ირაკლი ადეიშვილი

3. თამარ ალანია

4. სერგო ამაროვი

5. ირაკლი ასლანიკაშვილი

6. გიორგი ბადაშვილი

7. მანანა ბალიაშვილი

8. ეკატერინე ბანძელაძე

9. ალექსანდრე ბარამიძე

10. თამუნა ბახტაძე

11. თამაზი ბერძენიძე

12. ირაკლი ბოლქვაძე

13. კონსტანტინე ბოჭორიშვილი

14. ნინო გალოგრე

15. მაია გელიკოშვილი

16. ხატია გერგედავა

17. თამთა გიორგაძე

18. ევა გოცირიძე

19. ანა დოლიძე

20. მამუკა ეგუტიძე

21. ბაჩანა ვასაძე

22. ნინო ზაქრაძე

23. ლევან კობერიძე

24. კონსტანტინე კორკელია

25. დამირი კუხიანიძე

26. ლია ლაღიაშვილი

27. ნიკოლოზ ლეგაშვილი

28. გიორგი მამფორია

29. ეკატერინე მარტიაშვილი

30. ლანა მეზურნიშვილი

31. თამარ მეურმიშვილი

32. ეკატერინე მიმინოშვილი

33. დავით მიროტაძე

34. დარინა მიქელაძე

35. ნანა მჭედლიძე

36. თამარი ნიგურიანი

37. მარიამ ნინიძე

38. გიორგი პაპუაშვილი

39. ნინო პეპანაშვილი

40. მაკა სტივენსონი

41. ვიტალი ქაშანიანი

42. მარიამ ყურაშვილი

43. ეკა ცანკაშვილი

44. გიორგი ციცაგი

45. მარიამ წიგნაძე

46. ლუიზა ხითარიშვილი

47. თემური ჯობავა

მასალების გადაბეჭდვის წესი