სამართალი

ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

14 მარტი, 2011 • • 1270
ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

Image 3572
ფოტო: თავდაცვის სმაინისტროს ვბგვერდი

ავღანეთში დაჭრილი ქართველი  სამხედრო ვალერი ვერსკიანი გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვალერი ვერსკიანი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ნაღმზე კიდევ რამდენიმე ქართველ სამხედროსთან ერთად 2011 წლის 5 მარტს აფეთქდა.

ვალერი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა და  ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჯამად სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ ვერსკიანთან ერთად დაჭრილი 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

32-ე ქვეითმა ბატალიონმა, რომლის პირად შემადგენლობაშიც დაღუპული და დაჭრილები ირიცხებოდნენ, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი 31-ე ბატალიონი 2010 წლის ნოემბერში ჩაანაცვლა. ამავე ბატალიონის კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ავალიანი ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქებისას დაახლოებით ერთი თვის წინ დაიღუპა. დღემდე ავღანეთში სულ 7 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული.

ამავე თემაზე:

ავღანეთში დაღუპული კაპრალი დაკრძალეს

მასალების გადაბეჭდვის წესი