სამართალი

აშშ-მ ვიკილიქსის მხარდამჭერთა ტვიტერის ანგარიშებზე წვდომის უფლება მოიპოვა

12 მარტი, 2011 • • 1162
აშშ-მ ვიკილიქსის მხარდამჭერთა ტვიტერის ანგარიშებზე წვდომის უფლება მოიპოვა

wikileaks
wikileaks

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ს ხელისუფლებას რამდენიმე საათის წინ  ვიკილიქსის სამი  ყველაზე აქტიური  მხარდამჭერის ტვიტერის ანგარიშის მონაცემებზე წვდომის უფლება მისცა.  ამის შესახებ ტექნოლოგიური სიახლეების პორტალი Mashable იტყობინება.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ ტვიტერს სასამართლოს გზით ვიკილიქსისა და მისი მხარდამჭერთა პერსონალური მონაცემების გადაცემა მოსთხოვა, რომლებმაც ვებგვერდს აქტიური ფინანსური დამხარება გაუწიეს. ხელისუფლებამ ტვიტერს სულ სამი დამიანის მონაცეემების გადაცემა მოსთხოვა, მათ შორის არიან– ბრიჯიტა ჯონსდოტირი(Birgitta Jonsdottir),  როპ გონგრიჯპი(Rop Gongrijp) და იაკუბ აპელბაუმი(Jacob Appelbaum).

მოსამართლე ტერეზა ბუკანანმა(Theresa Buchanan)  ამერიკული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და ვიკილიქსის მხარდამჭერთა ადვოკატების არგუმენტების საპირისპიროდ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ტვიტერის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გადაცემა არ არღვვეს კონსტიტუციის პირველი და მეოთხე შესწორებით მინიჭებულ უფლებებს. მეოთხე შესწორება ეწინააღმდეგება პიროვნების შესახებ უმიზეზო, უსაფუძვლო კვლევა-ძიების ჩატარებას ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საინფორმაციო სააგენტო Reuters  წერს, რომ ვიკილიქსის მხარდამჭერთა იურისტების აზრით, IP მისამართები პიროვნებების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, ამიტომ მათი გადაცემა ხელისუფლებისთვის უკანონოა.

მოსამართლემ ამ არგუმენტის საპასუხოდ განაცხადა, რომ რადგან ვიკილიქის მხარდამჭერებმა საკუთარი  IP მისამართი ტვიტერს ნებაყოფლობით გადასცეს, მათ უნდა ჰქონოდათ თავიანთი კონფიდენციალურობის დარღვევის ”გონივრული მოლოდინი”.

ჯერჯერობით უცნობია სასამართლოს გადაწყვეტილება, მოიცავს თუ არა აშშ-ს ხელისუფლებისთვის ტვიტერის პირადი მიმოწერის გაცნობის უფლებას.  ხელისუფლებას ამჟამად უფლება აქვს, გაეცნოს ელ. ფოსტით გაგზავნილ ინფორმაციასა და IP მისამართების მონაცემებს, თუმცა შესაძლოა საქმეში ტვიტერში განხორციელებული პირადი მიმოწერაც გამოჩნდეს. ეს ფაქტი კი ხელისუფლებასა და ვიკილიქსის მხრდამჭერებს შორის  სამომავლოდ ახალ სამართლებრივ დავებს გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი