სამართალი

იანოშ ჰერმანი: სექსუალური ძალადობის მიმართ ევროკავშირს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს

1 თებერვალი, 2016 • 1418
იანოშ ჰერმანი: სექსუალური ძალადობის მიმართ ევროკავშირს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიის ჯარისკაცების მხრიდან შესაძლო სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობის შესახებ. ელჩის განცხადებით, სექსუალურ ძალადობაზე ევროკავშირს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს, ამიტომ ყველაფერი გამოძიებულ უნდა იქნას:

“პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ევროკავშირს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტდები აქვს. ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური ძალადობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრალდებების გამოძიება მოხდეს”, – თქვა ელჩმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 გოგონა ქართველ ჯარისკაცებს სექსუალურ ძალადობაშჲ ადანაშაულებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოური სამხედრო შენაერთების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაუპატიურების შესახებ ბრალდებებზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა განცხადება 29 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაულს ადგილი ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა. ქართველი ჯარისკაცების შესაძლო დანაშულზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის თქმით, ვალდებული იყვნენ და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვათ მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი