სამართალი

ირაკლი კაკაბაძე სასამართლომ ლევან მურუსიძის საწინააღმდეგო აქციაზე ხულიგნობისთვის დააჯარიმა

22 იანვარი, 2016 • 1836
ირაკლი კაკაბაძე სასამართლომ ლევან მურუსიძის საწინააღმდეგო აქციაზე ხულიგნობისთვის დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ირაკლი კაკაბაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 100 ლარით დააჯარიმა

საქმე ეხება 2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის საწინააღმდეგო აქციას, სადაც აქციის მონაწილეები, ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.

ირაკლი კაკაბაძე სასამართღლომ დღეს სამართალდამრევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 166–ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. რაც შეეხება ბეჟან გუნავას, მისი სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას აპროტესტებდნენ, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მურუსიძე მოსამართლეს აირჩიეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კაკაბაძე და გუნავა დააკავეს.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის წინააღმდეგ აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. 25.12.2015. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის წინააღმდეგ აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. 25.12.2015. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი