სამართალი

გრძელვადიანი პაემნები ციხეებში

3 თებერვალი, 2011 • 1296
გრძელვადიანი პაემნები ციხეებში

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნები 60 ლარი ეღირება.

დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივით წარდგა.  

კანონში „პატიმრობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, გრძელვადიანი პაემნები, რომელიც 2014  წლისთვის უნდა განხორცლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.  

კანონპროექტის თანახმად, პატიმრებს ექნებათ საშუალება წელიწადში 2–ჯერ და წახალისების შემთხვევაში, 3–ჯერ 24 საათის განმავლობაში ოჯახის წევრს შეხვდნენ.

არასწრულწლოვანი პატიმრებისთვის პაემნების რაოდენობა წელიწადში 3–ჯერ და წახალისების შემთხვევაში, წელიწადში 4 ჯერ იქნება შესაძლებელი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრძლევადიანი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში– არასწულწლოვანთა #11, რუსთავის მე–6–ე და ასევე, მე–16–ე დაწესებულებში უკვე მზადაა, სადაც მინისრტრის თქმით, ინფრასტრუქტურა 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისია.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივთ, რომ პამენის საფასური შემცირდეს ან სოციალურად დაუცველთთავის მაინც დაიშვას გამონაკლისი, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ  საფასური ისედაც მინიმუმდეა დაყვანილი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ის შემცირდება.

გრძლევადიანი პაემნებისთვის ინფრასრუტქურა 2012 წლისთვის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე ყველა სასჯელაღსულების დაწესებულებაში იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი