სამართალი

დაკავებულ სამხედროებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

14 იანვარი, 2011 • • 1123
დაკავებულ სამხედროებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე 11 იანვარს მომხდარი აფეთქების შემდეგ დაკავებულ 3 სამხედროს გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი ასევე პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია. ბრალის დამტკიცების შემთვევაში, მათ 6-დან 9  წლმადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, საწვრთნელ პოლიგონზე აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა. შედეგად 3 ჯარისკაცი ადგილზევე დაიღუპა, 13 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით კლინიკებში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ახალი საპროცესო  კოდექსის მიხედვით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აღარ არსებობს. კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, გამოძიების პროცესი 9 თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სასამართლო დაკავებულთა განთავისუფლების ან მათთვის სასჯელის შეფარდების საკითხს გადაწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი