სამართალი

ასანჟი საბოლოო განაჩენის მოლოდინში

11 იანვარი, 2011 • 1142
ასანჟი საბოლოო განაჩენის მოლოდინში

Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დიდი ბრიტანეთიდან შვედეთში ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გაადწყვეტილებას 7 თებერვალს მიიღებენ.

ამის შესახებ დადგენილება დღეს ლონდონში მაგისტრმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო პროცესს ასანჟიც ესწრებოდა.

„სასამრთლოს  მოლოდინში ასანჟი მხნედ გამოიყურებოდა”, – წერს გარდიანი თავის სარედაქციო ბლოგზე, რომელიც Wikileaks-ის დამფუძნებელს ეძღვნება.

სასამართლომ შეარბილა ასანჟის შიდაპატიმრობის პირობები და ნება დართო  მას ლონდონშივე დარჩენილიყო, რათა  მეზობელი ჰორფოლკიდან გზაში დრო არ დაეკარგა.

სასამართლომდე ასანჟმა მორიგი ინტერვიუ მისცა.

ასანჟი შიშობს, რომ  მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთიდან შვედეთში იქნება ექსტრადირებული, შესაძლოა აშშ-ს გადასცენ, რომელიც ამერიკული დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნების შეწყვეტას მოითხოვს.

მან, ასევე, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი საიტი ყოველკვირეულად 600 ათას აშშ დოლარს კარგავს, რადგან ორგანიზაციის ფონდის გადასახადების დაფარვა  PayPal–ით და Mastercard -ით დაბლოკილია; თუმცა ვიკილიქსი მუშაობას კვლავ აგრძლებს.

ასანჟი ლონდონის პოლიციამ დაკითხვის დროს, 2010 წლის დეკემბერში, დააკავა.

იგი რამდენიმე დღე სამართალდამცავთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რის შემდეგ სასამართლომ 240 ათასი ფუნტის ოდენობის თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლა. შობა და ახალი წელი ასანჟმა შინაპატიმრობაში, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ჰორფოლკში გაატარა.  

ვიკილიქსის დიპლომატიური არქივი 250 ათასზე მეტ საიდუმლო ტელეგრამას და ამერიკის დიპლომატთა ანგარიშს ითვლის. სკანდალური შინაარსის მიუხედავად, მიმოწერათა გამოქვეყნებას სახელმწიფოთა დიპლომატიაში ჯერ არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი