სამართალი

ბრალდება საგამოძიებო სამსახურში 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ დასაქმების დაპირებისთვის

15 დეკემბერი, 2015 • 1083
ბრალდება საგამოძიებო სამსახურში 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ დასაქმების დაპირებისთვის

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მოქალაქე თეიმურაზ ჯ., რომელმაც აღნიშნულ სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს 5 ათასი აშშ დოლარი გამოართვა.

“გამოძიება მიმდინარეობს მოტყუებით სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

აღნიშნული სამსახური საზოგადოებას თხოვს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი