სამართალი

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

28 აპრილი, 2010 • 1638
სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დღეს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 დავის საგანს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ლიცენზიის მფლობელი“, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის“, 38–ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვები „აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუქტებთან მიმართებით.  

 ზემოთაღნიშნული კანონის ნორმები განსაზღვრავენ ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერების და გაუქმების წესებს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილმა სოზარ სუბარმა შეიტანა ომბუდსმენობის დროს. სარჩელის მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ სუბიექტებს  უნდა ჰქონდეთ უფლება იმაუწყებლონ ლიცენზიის გარეშე.

 საქმეს დღეს ბათუმში  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  პირველი კოლეგია განიხილავს. საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მხარეები, საქართველოს სახალხო დამცველის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი