სამართალი

ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ

27 აპრილი, 2010 • 1762
ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო დღეს სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვას დაიწყებს. საქმის მოსმენა თბილისის დროით 12.30 წუთზეა დაგეგმილი.

 საქმის  ”ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” მოსმენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა იმის გამო რომ საქართველოს წარმომამდეგენლმა, მოსამართლე ნონა წოწორიამ აცილება მოითხოვა, იგი გადაიდო.

 დღევანდელ მოსმენაზე საქართველოს  სახელმწიფოს მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი წარმოადგენს.

 მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

საქმის მოსმენამდე ერთერთი მოსარჩელე 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, რის თაობაზეც გურამ გირგვლიანმა სტრასბურგის სასამართლოს 2008 წელს აცნობა.

 დღევანდელი მოსმენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვებ გვერდზე  პირდაპირ  ეთერში  გადაიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი