სამართალი

დეპუტატთა ნაწილი “ფრიდომ ჰაუსის” დასკვნას აპროტესტებს

26 იანვარი, 2010 • 1684
დეპუტატთა ნაწილი “ფრიდომ ჰაუსის” დასკვნას აპროტესტებს

“ასეთი დასკვნა, რომელიც აშკარად პოლიტიკურ ქვეტექსტს შეიცავს, არშეიძლება, დასკვნის სახით იქნეს გამოყენებული”,  აცხადებს „ნეტგაზეთი.ჯი“–სთან  საუბარში დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 მისი თქმით მან თხოვნით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, შეიმუშაონ საპროტესტო მიმართვის ტექსტი და “ფრიდომ ჰაუსუსს” გაუგზავნონ.

“ფრიდომ ჰაუსი” 1972 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურ მიმოხილვებში, ადამიანების თავისუფლების კუთხით, ქვეყნებში ვითარებას ასახავს.

ორგანიზაციის  2010 წლის ანგარიშში შეფასებულია მდგომარეობა მსოფლიოს 194 ქვეყანაში და 14 ტერიტორიაზე.  მათ შორის, კონფლიქტურ ტერიტორიებზე, როგორიცაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს კვლავ “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი აქვს. “ნაწილობრივ თავისუფლად” შეფასდა ვითარება აფხაზეთშიც, რომელიც ორგანიზაციამ უთანხმოების გამომწვევი ტერიტორიების სიაში შეიყვანა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, დასკვნაში მას “არათავისუფლის” სტატუსი აქვს მინიჭებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი