სამართალი

სასამართლო პროცესი მარიხუანის კულტივირების საქმეზე

25 იანვარი, 2017 • 5833
სასამართლო პროცესი მარიხუანის კულტივირების საქმეზე

თბილისში, საქალაქო სასამართლოში გიორგი ფანჯავიძის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მას ერთი ძირი მარიხუანის კულტივირებას ედავება.

გიორგი ფანჯავიძის თქმით, ნონსენსია, რომ მარიხუანის კულტივირებისთვის და ყაჩაღობისთვის ერთნაირი სასჯელი არსებობს:

“პროკურატურა მედავება 265-ე მუხლის მეორე ნაწილს, ერთი ძირი მარიხუანის კულტივაციას, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, პარტია გირჩმა 86 ძირი მარიხუანა დათესა და ამას ძირების წაღების გარდა არანაირი რეაგირება მოჰყოლია. ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი წინასწარი დაკავების იზოლატორი და პატიმრობა ემუქრებათ. ეს არის ნონსენსი”, – განაცხადა ფანჯავიძემ.

ბრალდებულის ადვოკატის, ნინო გელაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რათა მარიხუანის დათესვა სისხლის სამართლის დანაშაული არ იყოს:

“ცოტა არალოგიკურია, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე მიმდინარეობდეს კონკრეტული პირების საქმეების განხილვა. ”

აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმის განხილვა უნდა შეჩერდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი