სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ‘ქართული ოცნების’ სარჩელი არ დააკმაყოფილა

12 სექტემბერი, 2012 • • 1166
თბილისის საქალაქო სასამართლომ ‘ქართული ოცნების’ სარჩელი არ დააკმაყოფილა

დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც ცესკოს დადგენილების გასაჩივრებას ეხებოდა.

 

„საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილებას, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამ დადგენილებით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში რეგისტრაციისთვის ექმნებათ დამატებითი ბარიერები, რასაც ჩვენ ვასაჩივრებდით, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა სასამართლომ, “ – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” წევრმა ზურაბ მარაქველიძემ.

 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება საზღავრგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიებში რეგისტრაციის ვადებს. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა და საკონსულო აღრიცხვაზე არმყოფმა საქრათველოს მოქალაქეებმა 13 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა მოასწრონ ამომრჩევლის სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ განცხადების შეტანა შესაბამის საუბნო კომისიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი