სამართალი

შსს ლოპოტის ხეობაში დივერსანტთა დაკავებას არ ადასტურებს

4 სექტემბერი, 2012 • • 1131
შსს ლოპოტის ხეობაში დივერსანტთა დაკავებას არ ადასტურებს

დღეს, 4 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი დივერსანტი დაკავებულია.

 

“ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ წყარომ აცნობა, რომელიც შსს–ს კონტრტერორისტული ცენტრში მუშოაბს. მისივე ინფორმაციით, ორი დივერსანტი შსს–ს სპეცდანიშნულების ერთ–ერთმა დანაყოფმა 2 სექტემბერს დააკავა. ისინი ამჟამად ორთაჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. წყაროს ინფორმაციითვე, გამოძიება დაკავებულებისგან ცდილობს ჩვენების მიღებას, თუმცა დივერსანტები დუმილის უფლებით საგრებლობენ”, – წერს “ექსპრესნიუსი”.

 

შეგახსენებთ, რომ შსს–ს ოფიციალური ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სპეცოპერაციაში მონაწილეობა ასეულობით სამართალდამცავმა მიიღო და მისი ძირითადი ფაზა 30 აგვისტოს დასრულდა. შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევი, 6 მათგანს კი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.

 

3 სექტემბერს შსს–მ ასევე გაახმაურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იდნეტიფიცირებულია 7 მოკლული, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა პანკისის ხეობიდან, 5 კი–რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიიდან. შსს–ს 3 სექტემბრამდე კატეგორიულად უარყოფდა მოკლულ დივერსანტთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის ფაქტს და მათ რაიმე კავშირს პანკისის ხეობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი