სამართალი

სომხური ეკლესიის გაქურდვა დააპირეს

19 მაისი, 2012 • • 1027
სომხური ეკლესიის გაქურდვა დააპირეს

თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, 14 მაისს, გამთენიისას აპირებდნენ.

აღნიშნულ ფაქტს ადგილი, ნარეკ კუშიანის თქმით, დღეს, 14 მაისს, დაახლოებით დილის 4 –ის ნახევარზე, ეკლესიასთან არსებულ კულტურულ ცენტრში ჰქონდა, სადაც, მისი თქმით, განთავსებულია ბავშვთა ბაღი, საკვრაო სკოლა და კოლეჯი. 

ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ ქურდობის მცდელობას სწორედ ეკლესიასთან  არსებულ კულტურულ ცენტრში ჰქონდა, სადაც, მისივე განამრტებით, დაცვის მიუხედავად, დამნაშავე შენობაში სხვა შესასვლელიდან შევიდა.

“ჩვენს საბავშვო ბაღში მაგიდა და სკამები გატეხილია. იქვე კედელზე ტელევიზორი იყო დამონტაჟებული, რომელიც ჩამოხსნეს და წასაღებად მოამზადეს. როდესაც დაცვამ გაიგო და განგაში ატეხა, დამნაშავემ ტელევიზორი იქვე დააგდო და გაიქცა. დამნაშავეზე მხოლობითში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ კამერებმა მხოლოდ ერთი ადამიანი დააფიქსირეს, რომელიც შენობიდან გარბოდა. დანარჩენს სამართალდამცავები დაადგენენ,”- ამბობს ნარეკ კუშიანი.

ეკლესიის წინამძღვრის თქმითვე, ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი