სამართალი

ვინ მოექცა FBI–ის ყველაზე საშიშ ძებნილთა სიის სათავეში

12 აპრილი, 2012 • 1402
ვინ მოექცა FBI–ის ყველაზე საშიშ ძებნილთა სიის სათავეში

ოსამა ბინ ლადენის შემდეგ FBI–ის ყველაზე საშიშ ძებნილთა სიის სათავეში ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებული ერიკ ჯასტინ ტოთია.

FBI–მ ყველაზე საშიშ დევნილთა ათეულის გამოქვეყნება 1950 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა რეპორტიორმა ბიუროს მნიშვნელოვან დამნაშავეთა სახელები და აღწერილობა მოსთხოვა.

ბოლო წლების მანძილზე ათეულის სათავეში ტერორიზმში ბრალდებული ოსამა ბინ ლადენი იყო. მას შემდეგ, რაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა, FBI–ის გადაწყვეტილებით, ეს ადგილი ჯასტინ ტოთმა დაიკავა. ის 30 წლის ყოფილი მასწავლებელია და 2008 წლიდან  იძებნება, მას შემდეგ, რაც სკოლის კამერით მის მიერ გადაღებული ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოები აღმოაჩინეს.

ბინ ლადენის შემდებ ბიუროს 11 თვე დასჭირდა ახალი, ყველაზე საშიში დამნაშავის დასასახელებლად. როდესაც ერთ დამნაშავეს დაიჭერენ, მოკლავენ, ან საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, სიის სათავეში ახალი ადამიანი ექცევა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სიაში მყოფი 495 ადამიანიდან 153 სწორედ საზოგადოების შეტყობინების შედეგად აიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი