სამართალი

შსს-ს იზოლატორში მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა

6 მარტი, 2012 • • 1118
შსს-ს იზოლატორში მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა

ვიქტორ ივანოვმა, რომელსაც 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თბილისში, დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა საკუთარი ტანსაცმლით სცადა. ინფორმაცია ”ნეტგაზეთს” შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა მიაწოდა.

ხიზანიშვილის თქმით, იზოლატორში ყოფნისას ივანოვმა საკუთარი ტანსაცმლისგან თოკი გააკეთა და თავის ჩამოხრჩობა ასე სცადა, თუმცა ის დროულად იპოვეს და სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს. შემთხვევა 3 მარტს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ივანოვის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით ჰქონდა მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი