სამართალი

საგარეო საქმეთა სამინისტრო შსს-ს განცხადებას ეხმაურება

4 მარტი, 2012 • 1057
საგარეო საქმეთა სამინისტრო შსს-ს განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება შსს-ს განცხადებას ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსეთის მხირდან ადგილი აქვს პროვოკაციას.

“2012 წლის 4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა საოკუპაციო ძალების ექვსმა წარმომადგენელმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და “რპგ 7”-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლის შედეგად, რომელიც დაახლოებით ათი წუთი გრძელდებოდა, არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აღნიშნული შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.”-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი