სამართალი

ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

21 თებერვალი, 2012 • 1233
ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ვალერი გელბახიანი
ვალერი გელბახიანი

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყოფილმა დეპუტატმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს გირაოს თანხა – 50 ათასი ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ გელბახიანმა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ყოფილ დეპუტატს ამჟამად სხვადასხვა დაავადებები აწუხებს.

ყოფილმა დეპუტატმა გელბახიანმა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 315 -ე მუხლით (შეთქმულება საქართველოს ხელისუფლების დასამხობად) დაიწყო და იძებნებოდა,  საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება სწორედ დედის ავადმყოფობის გამო მიიღო. იგი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს მაშინ დააკავეს, როცა საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

სასამართლოს აზრით, მინიმუმია იმის შანსი, რომ გელბახიანის თავისუფლებამ  რაიმე საფრთხე შეუქმნას გამოძიებას, რადგან ის ვერ გაანადგურებს საქმეში არსებულ მტკიცებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი