სამართალი

Interfax: მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი დააკავეს

12 ივლისი, 2016 • 2125
Interfax: მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი დააკავეს

“Interfax”-ის ცნობით, მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი დააკავეს. კალაშოვი 2015 წელს ერთ-ერთ რესტორანთან ორი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული.

“Interfax”-ის ინფორმაციით, შაქრო კალაშოვმა რესტორან “ელემენტის” მფლობელს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა, რის გამოც 2015 წლის 14 დეკემბერს რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი შეიარაღებული დაჯგუფება დაუპირისპირდა ერთმანეთს. შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რვა დაშავდა.

შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, რის შემდეგაც რუსეთში დაბრუნდა. კალაშოვს საქართველოში დაუსწრებლად, მკვლელობის ბრალდებით, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი